ღია კარის დღე

სამშაბათს, 10 ოქტომბერს 16:00 საათზე, გიწვევთ სამედიცინო კოლეჯის „ადამიანი და ბუნება“-ს ღია კარის დღეზე. შეხვედრას წარუძღვება კოლეჯის დირექტორი, ლალი ზაუტაშვილი, რომელიც მოგაწოდებთ სრულ ინფორმაციას სამედიცინო კოლეჯის, მისი პროგრამების, კარიერული შესაძლებლობების, სწავლის ხანგრძლივობის და სხვა დეტალების შესახებ. თქვენ, ასევე, საშუალება გექნებათ პირადად გაესაუბროთ მას.

 

ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეული იქნება გერმანელი პროფესორი და მედიცინის დოქტორი, ქრისტოფერ ცერმი, რომელიც ჩაატარებს ლექციას თემაზე: „საექთნო საქმის განვითარების მნიშვნელობა – ავადმყოფის მოვლა, როგორც მომავლის პროფესია“.


           

 

მათთვის ვინც დაინტერესებულია, პრაქტიკოსი ექთნის პროგრამით, ან მომავალში გეგმავს, რომ თავისი კარიერა დაუკავშიროს ავადმყოფის მოვლას, ღია კარის დღე არის შესანიშნავი საშუალება, რომ გაეცნოთ ჩვენი კოლეჯის სწავლების მეთოდსა და სასწავლო პროცესს და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ საკუთარ არჩევანში.

 

დასწრება შესაძლებელია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

 

მიიღე განათლება საქართველოში და დასაქმდი გერმანიაში!

 

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე:

ტელ: 591 700 246