კარიერული შესაძლებლობები

დაარსების ისტორიიდან გამომდინარე კოლეჯის კურსდამთავრებულების დასაქმება გარკვეულად წინასწარ იყო განპირობებული. ევროკავშირის პროექტი (1998-2000წწ.) ითვალისწინებდა როგორც საექთნო პროფესიული განათლენის მიღებას სამუშაოს გარეშე დარჩენილი ქალბატონებისთვის, ასევე ექთნებისა და ავადმყოფის ახლობლების გადამზადებას და შინმოვლის სერვისებში მათ დასაქმებას. ჩვენ კურსდამთავრებულთა უმეტესობა მუშაობდა ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრი „თერაპიის სახლის“ შინმოვლის სამსახურში. იყვნენ სხვადასხვა დაწესებულებებიდან მიზნობრივად მოვლენილი ადამიანებიც. მაგრამ მხოლოდ შინმოვლის სერვისებში ჩართვით არ შემოიფარგლებოდა ჩვენთან საექთნო პროფესია შეძენილი ადამიანების დასაქმება. მრავალი მათგანი დრემდე მუშაობს სხვადასხვა კლინიკაში წამყვან პოზიციებზე.

 

კოლეჯის დაარსების დღიდან ყველაზე წარჩინებული სტუდენტები პრაქტიკას გადიოდნენ გერმანიაში და მრავალი მათგანი დღემდე მუშაობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

 

გერმანიაში წარჩინებულ სტუდენტთა მივლინება ერთის მხრივ შეიცავს გარკვეულ რისკს, რომ ისინი შემდგომ შესაძლოა სამუშაოდაც დარჩნენ ევროპაში. მაგრამ, არსებობს მეორე მხარეც – სამშობლოში დაბრუნებულების შემთხვევაში ისინი საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ სხვებისთვის და წარმატებით საქმდებიან სწავლების სფეროში.