მისია და ხედვა

საზოგადოებრივი კოლეჯის მისიაა ხელი შეუწყოს  საქართველოში ავადმყოფის მოვლისა – მკურნალობის სფეროში მაღალკვალიფიციური კადრის მომზადებასა და შემდგომ მისი მუდმივი განვითარების ოპტიმალურ პირობებს. კოლეჯი წლების მანძილზე თანამშრომლობს საქართველოში ამ დარგის განვითარებისათვის მომუშავე ყველა წამყვან ჯგუფთან.  ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად.მონაწილეობას იღებს  სწავლების პროფესიული სტანდარტისა და მეთოდოლოგიის დახვეწაში.

 

ა (ა) ი პ – „ადამიანი და ბუნება“ – საზოგადოებრივი კოლეჯი ზრუნავს საზოგადოების ცნობიერებაში ექთნის თანაშემწის, პრაქტიკოსი ექთანის და მასაჟისტის პროფესიების ღირებულებების ამაღლებისათვის.

 

ჩვენ ვცდილობთ აღვზარდოთ მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრები სამედიცინო სფეროში.

ჩვენ გვსურს წარმოვაჩინოთ საზოგადოდ ადამიანის მოვლის მნიშვნელობა, როგორც თანამედროვეობის კულტურული ამოცანა.

 

ჩვენი მიზანია, ჩვენი კოლეჯის სწავლების ხარისხი თანამედროვე ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებული და მორგებული იყოს.

წლების განმავლობაში   საერთაშორისო პარტნიორებთან  ერთად  დაგროვილი ცოდნა – გამოცდილება არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ ვიზრუნოთ მის მუდმივ განვითარებაზე.