“ადამიანის ცხოვრებაში სკოლის დამთავრების შემდეგ იწყება ახალი ეტაპი – ფიქრი იმაზე თუ რა უნდა გააკეთო შემდეგ. ამ პერიოდში ბევრ სფეროში წარმომედგინა თავი, მაგრამ არასდროს მიფიქრია მედიცინაზე. თუმცა შემთხვევითობიდან გამომდინარე ა(ა)იპ „ადამაინი და ბუნებასთან“ არსებულ სამედიცინო კოლეჯში აღმოვჩნდი. ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ ეს არ იყო შემთხვევთი, რადგან მან სრულიად შემიცვალა ცხოვრების გზა.
კოლეჯის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე გავაგრძელე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი ბედმა გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო ანთროპოსოფიულ სამედიცინო დაწესებულებაში – „ფილდერკლინიკაში“, ონკოლოგიურ განყოფილებაში მომახვედრა. ამ კლინიკაში ვნახე როგორ შეიძლება ყველაზე მძიმე და სასოწარკვეთილი პაციენტებისთვის უამრავი რამის გაკეთება,როგორ შეუძლია კარგ მოვლას და ღირსეულ პირობებს ადამიანებს შეუმსუბუქოს სიცოცხლის ბოლო დღეები. რაც მთავარია ვნახე სრულიად ახალი მეთოდები, რომელიც არ არის დანერგილი ჩვენი ქვეყნის კლინიკებში. მე არ ვიცი ეს როდის მოხდება, ამისთვის ბევრი კომპონენტია საჭირო, მაგრამ, ვფიქრობ, ის,რაც ევროპულ და, კერძოდ, გერმანულ კლინიკებშია უნდა ნახოს რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მედიკოსმა. იქნებ საკუთარი თვალით დანახვა იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობის მატარებელია ექთანის საქმიანობა, გახდეს ამ სტანდარტების საქართველოში განხორციელების წინაპირობა.
დღეს მე მოქმედი მედდა არ ვარ და სამედიცინო სფეროში ადმინისტრირების კუთხით ვმუშაობ, თუმცა საექთნო საქმის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების მიღებამ სრულიად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება გასაჭირში მყოფი ადამიანების მიმართ. ასევე დამანახა, რომ ექთნის შრომა ევროპაში არათუ მეორეხარისხოვანად არ განიხილება, არამედ ხშირად წარმმართველიც კია პაციენტის მდგომარეობის შემსუბუქების თუ გამოჯანმთელების გზაზე.”
მე ზაქარია ზაქროშვილი დავიბადე 1988 წლის 27 ნოემბერს, 2006 წელს დავამთავრე ვალის N1 საშუალო სკოლა, ამავე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პარალელურად ვიყავი მოხალისე ორგანიზაცია საქართველოს კარიტასში შინმოვლის სამსახურში, 2009 წლიდან დავიცყე მუშაობა ორგანიზაცია კამილიელებში სადაც შშმ პირთა დღის ცენტრის ტრანსპორტირების კორდინატორი ვიყავი, 2010 წელს, დავიწყე სწავლა კოლეჯ ადამიანი და ბუნებაში სადაც სწავლის ხანგრძლივობამ 2 წელზე მეტი შეადგინა, ამ კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სამსახურში დამაწინაურეს და გავხდი შინმოვლის კორდინატორი 2017 წლამდე, ხოლოამჟამად ვმუშაობ ქალაქ ახალციხეში იგივე თანამდებობაზე, ამ კოლეჯში მიღებული ცოდნის ბაზაზე, 1 წელი პრაკტიკებს გავდიოდი ონკოლოგიურში, 2 წელი პოლონეთში და 1 წელი იტალიაში. მადლობა მათ ამ ცოდნის მიღებისთვის.
2001-2004 წლებში გავიარე საერთაშორისო კავშირის „ადამიანი და ბუნება“-ს ბაზაზე არსებული სამედიცინო კოლეჯში მედდის საქმე. 2005 წელს პროგრამის ფარგლებში ვმუშაობდი ავადმყოფის ბინაზე მოვლის სამსახურში. 2005 წელს გავიარე კურსი თემაზე: რეაბილიტაციის დამხმარე ღონისძიებები ზურგის ტვინის დაზიანების და ჰემიპლეგიის შემთხვევაში. ასევე დავიწყე მუშაობა „თერაპიის სახლში“ მედდად. ამავე წელს კოლეჯმა „ადამიანი და ბუნება“ შემომთავაზა რიტმული მასაჟის კურის გავლა მოსკოვში. ამის შემდეგ ჩემი როლი თერაპიის სახლში შეიცვალა და ფიზიო-თერაპევტის სტატუსით განვაგრძე მუშაობა. 2016-2017 წლებში პირველად ჩატარდა საქართველოში მასაჟისტთა ასოციაციით კურსი „ლიმფის მანუალური დრენაჟი“ რომელშიც მონაწილეობა მივიღე. მე მიყვარს ჩემი საქმე
პროფესიის სწორად არჩევაზე და ნაყოფიერ სწავლა-განათლებაზეა დამოკიდებული მომავალი კარიერული საქმიანობა. ჩემი წარმატებული პროფესიული საქმე კოლეჯმა „ადამიანი და ბუნება“ განაპირობა .