English | Georgian
სიახლეები მისია

 

ა(ა)იპ -,,ადამიანი და ბუნება” - საზოგადოებრივი კოლეჯის მისია

 

საზოგადოებრივი კოლეჯის მისიაა შექმნას ოპტიმალური პირობები საქართველოში ავადმყოფის მოვლისა და მკურნალობის სფეროში მაღალკვალიფიციური კადრის მომზადებისა და შემდგომ მისი მუდმივი განვითარებისთვის. ამისათვის ის წლების მანძილზე თანამშრომლობს საქართველოში ამ დარგის განვითარებისათვის მომუშავე ყველა წამყვან ჯგუფთან და მონაწილეობას იღებს ავადმყოფის მოვლისა და მკურნალობის სწავლების პროფესიული სტანდარტისა და მეთოდოლოგიის დახვეწაში ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად.

ა (ა) ი პ - „ადამიანი და ბუნება“ - საზოგადოებრივი კოლეჯი ზრუნავს საზოგადოების ცნობიერებაში ავადმყოფის მომვლელისა (ექთნის თანაშემწე, პრაქტიკოსი ექთანი) და მასაჟისტის პროფესიების ღირებულებების ამაღლებისათვის.

ჩვენ გვსურს წარმოვაჩინოთ საზოგადოდ ადამიანის მოვლა, როგორც თანამედროვეობის კულტურული ამოცანა.